20 ნოემბერი 2024,   20:13
ვრცლად
ანტიკორუფციული საბჭოს ბანერები გორში-ნაციონალური მოძრაობა მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს

ანტიკორუფციული საბჭოს ბანერები დღეს გორში იყო გაკრული-ნაციონალური მოძრაობა გორის მარალჩინოსნებს ნეპოტიზმში და კორუფციაში ადანაშაულებს.

საბჭოს წევრემა დღეს კონკრეტული პირებიც დაასახელეს, მათ შორისაა გორის მერიც, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა დაწყებული პროექტების გაჩერებაში ადანაშაულებს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში არსებული პრობლემების და ნეპოტიზმის ფაქტები ანტიკორუფციულმა საბჭომ სპეციალურ გაზეთშიც დაბეჭდა.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მხარდამჭერებს, გორის თეატრის დარბაზში პარტიის სამომავლო გეგმები და ქალაქში არსებული პრობლემები გააცნეს.   

 ავტორები: ნათია მღებრიშვილი, გიორგი პერტია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები