20 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
ახალგაზრდული ოლიმპიადის დაწყებამდე 2 კვირით ადრე სასაზღვრო პოლიცია მასშტაბურ წვრთნებს ატარებს

ახალგაზრდული ოლიმპიადის დაწყებამდე 2 კვირით ადრე სასაზღვრო პოლიცია მასშტაბურ წვრთნებს ატარებს. ხმელეთზე ზღვაში და ჰაერში, მესაზღვრეები უკვე რამდენიმე დღეა ინტენსიურად ემზადებიან, რომ მასშტაბური სპორტული თამაშების წინ საქართველოს საზღვარი მაქსიმალურად დაცული იყოს.

ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ემზადებიან ის მესაზღვრეებიც, ვინც საქართველოს საზღვარს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან რამდენიმე კილომეტრში აკონტროლებს.

ჩრდილოეთკავკასიაში არსებული სიტუაციის გამო მესაზღვრეები საზღვარს 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებენ.

სასაზღვრო პოლიცია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე უკვე გადასულია, სპეციალურ მომზადებას საზღვრის დაცვის ყველა დანაყოფი გადის.

ავტორები: დავით კაკულია, ლევან კალანდია, ეკა ბუცხრიკიძე. 

 
დღის ამბები