20 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
"მიშას დაბრუნებას ვნატრობთ" - კახელების ხმა რუსთავი2-ზე

უმუშევრობა, დაბალი პენსია და მაღალი ფასები - ეს იმ პრობლემების პირველი სამი პუნქტია, რომლის შესახებაც  გურჯაანსა და სიღნაღში მცხოვრებმა მოქალაქეებმა რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფებთან ისაუბრეს.

ისინი მთავრობას საყვედურობენ და ამბობენ, რომ მოატყუეს. 

გარდა ამისა, სიღნაღში გასულ წლებთან შედარებით, ტურისტთა რაოდენობის შემცირებაზეც ამახვილებენ ყურადღებას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტურისტთა რაოდენობა ძალიან ცოტაა და მათი შემოსავალი მცირეა. განსაკუთრებით რთულადაა იმ მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, რომლებსაც არც სტაბილური შემოსავალი აქვთ და არც საოჯახო სასტუმრო. 

სიღნაღში წყლის პრობლემაც აქვთ. იმ შემთხვევაშიც, თუ ქალაქში წყალი მოდის, ის სასმელად უარგისია. 

გურჯაანში კი ამბობენ, რომ მათ დახმარება არც სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიუღიათ. 

 

ავტორი: გვანცა სუთიძე

 
დღის ამბები