ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან მიმართებით სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ დღეს იურიდიულ კომიტეტში.
ცვლილების მიხედვით, კონკრეტული პირები გარკვეულ შემთხვევაში პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის შესვლის აკრძალვა და შესაბამისი პასუხისმგებლობა არ გავრცელდება მათზე, ვინც შემოვა იმ ტერიტორიებიდან, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება და თავშესაფარს სთხოვს საქართველოს.
ასეთ შემთხვევაში ის დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს სათანადო განმარტებებით სახელისუფლებლო ორგანოებში.