ფეხბურთის ფედერაციასთან გვიანობამდე იმყოფებოდნენ გულშემატკივრები. ისინი კვლავ სუპერ თასის ბილეთებთან დაკავშირებული ვითარების გარკვევას მოითხოვდნენ.
მათი მტკიცებით ფედერაციამ 6 ათასი ბილეთი გადამალა, თუმცა სად და ვისზე გადანაწილდა, ეს მათთვის უცნობია.
ისინი აქციის გამართვას დღესაც გეგმავენ. ფეხბურთის ფედერაციაში ბარსელონა-სევილიას მატჩზე დასასწრები ბილეთები კვირას გაიყიდა.