20 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
„სამართლიანობის აღდგენას არ ჭირდება სამი წელიწადი და სპეციალური დეპარტამენტი,“ - ლევან თარხნიშვილი

“წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების” ასევე „საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის შესახებ” სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა გაიმართება დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში.

იმსჯელებენ როგორც კომიტეტში შესულ საჩივრებზე, ასევე იმ საქმეებზე, რომელთა გამოძიებაც პროკურატურამ 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ შესული მსგავსი საჩივრების საფუძველზე დაიწყო. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულს პროკურატურის საგანგებო დეპარტამენტი იძიებს. პრიორიტეტული ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის შესახებ შესული ის განცხადებებია, სადაც საჯარო მოხელის მონაწილეობაზეა საუბარი.

„სამართლიანობის აღდგენას არ ჭირდება სამი წელიწადი და არც სპეციალური დეპარტამენტი,“ - ასე გამოეხმაურა პროკურატურაში საჩივრების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თარხნიშვილი.

მისი თქმით, პროკურატურას წარსულში „ქექვის“ ნაცვლად ურჩევნია დღევანდელი პრობლემებით დაკავდეს.

 

 
დღის ამბები