თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მშვიდობიანი აქციითა და მსვლელობით გააპროტესტეს ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქვეყნის ნარკოპოლიტიკა.
მათ ერთი თვის წინ გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეებმა ჯერ პარლამენტის შენობასთან, შემდეგ კი კანცელარიასთან გადაინაცვლეს.
56 წლის ლევან აბზიანიძე დაახლოებით ერთი თვის წინ გარდაიცვალა ქუთაისში. ოჯახის ინფორმაციით, პოლიციამ ის ნარკოტესტის ჩასატარებლად დისპანსერში წაიყვანა და შარდმდენი პრეპარატების მიღება აიძულა.