ლევან აბზიანიძის ოჯახის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა ქუთაისში.
ისინი მესხიშვილის სახელობის თეატრთან შეიკრიბნენ და მსვლელობით მერიასთან გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.
მათი შეფასებით, უნდა შეიცვალოს არსებული ნარკოპოლიტიკა. ასევე მოითხოვდნენ, ობიექტურად გამოიძიონ ლევან აბზიანიძის გარდაცვალების საქმე და დამნაშავეები დაისაჯონ.
56 წლის ლევან აბზიანიძე დაახლოებით ერთი თვის წინ გარდაიცვალა ქუთაისში. ოჯახის ინფორმაციით, პოლიციამ ის ნარკოტესტის ჩასატარებლად დისპანსერში წაიყვანა და შარდმდენი პრეპარატების მიღება აიძულა.