ე.წ. საზღვრის გადმოწევას ნავთობსადენს უკავშირებს და ამ ქმედებას რუსეთის სადაზვერვო ოპერაციად აფასებს უმრავლესობა.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფაქტს „შორს მიმავალი“ ბოროტი მიზნები აქვს.
„თქვენ თუ რუკას გადაავლებთ თვალს და ნახავთ რა წერტილებში მოხდა ე.წ. საზღვრის საოკუპაციო ზოლის გადმოწევა, მიხვდებით, რომ ეს უკავშირდება ნავთობსადენს,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შექმნილ ვითარებაზე კანონმდებლები, პრაღაში კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დასრულების შემდეგ, კვირის ბოლოს გაფართოებული კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.