20 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
„საქართველოს ყავს მთავრობა, რომელიც მტერს არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს,“ - გიორგი კანდელაკი

„საქართველოს ყავს მთავრობა, რომელიც მტერს არანაირ წინააღმდეგობას, მათ შორის არც საერთაშორისო ასპარეზზე, არ უწევს,“ - ასე შეაფასა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გადმოწევა.

საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ქმედითი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ამის შედეგი არამხოლოდ ის არის, რომ მუდმივად წინ მოიწევს საოკუპაციო ხაზი, არამედ ისიც, რომ რუსეთი თავს გვახვევს და ცივილიზებულ სამყაროს მაგალითად BP-ის ეუბნება, რომ აგერ არის ე.წ. სამხრეთ ოსეთი და მე არაფერ შუაში ვარ,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ საკითხი იმის თაობაზე, რომ BP ესაუბროს რუსეთს ნავთობსადენთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო.

„არასოდეს ისეთი მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციები არ საუბრობენ იმ სეპარატისტებთან, რომელებიც ამა თუ იმ ტერიტორიას აკონტროლებენ,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.  

 
დღის ამბები