13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. მთავრობის ინიციატივით, შესაბამისი ცვლილები „საგადასახადო კოდექსში“ შევა.
პარლამენტი საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს და სამივე მოსმენით რიგგარეშე სესიების ფორმატში მიიღებს. კანონმდებლობის შესაბამისად მოქალაქეები ბიუჯეტში შემოსავლის 20 %-ს იხდიან.