ხურვალეთი-ორჭოსანის მონაკვეთზე გადმოწეულ ე.წ. საზღვართან მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავენ მასმედიის წარმომადგენლები. ჟურნალისტები ადგილზე ეცნობიან შექმნილ ვითარებას.
მედიის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიის აღმნიშვნელი ბანერი ამოიღეს. ჟურნალისტები აპირებენ მივიდნენ ადგილებზე და რუსი ოკუპანტების მიერ დადგმული მსგავსი ბანერები ამოიღონ.
ჟურნალისტები ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ. მათი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა მოსავლის ასაღებად დრო შემოდგომამდე მისცეს.
„კურიერის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ასევე, ადგილზე მისვლას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც აპირებენ. ისინი მცოცავ ანექსიას გააპროტესტებენ.