20 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
"32 პროკურორს, 69 პოლიციელს და სასჯელაღსრულების 77 თანამშრომელს მოქალაქეები წამებაში ადანაშაულებენ" - ლევან გოგიჩაიშვილი

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდმაზე უფლებადამცველმა ლევან გოგიჩაიშვილმა ანგარიში წარმოადგინა.

მისი თქმით, ათობით ადამიანი მათ მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს და კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ასახელებს. 

"კვლევაში ადამიანებმა დაასახლეს კონკრეტული სახელები და გვარები. მაგალითად, 32 პროკურორის სახელი და გვარი, 69 პოლიციელი, სასჯელაღსრულების 77 თანამშრომელი და, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დაწესებულების 9 თანამშრომელი. ამ ადამიანებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

 

 

 

 
დღის ამბები