02 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
გლდანში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა [ფოტო]

გლდანში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი "-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურმა მიაწოდა. მისი თქმით ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია 2 ადამიანი. 

მისი განცხადებით არიან დაშავებულებიც თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის. დაშავებულები თბილისში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ.

შემთხვევა გლდანის მეექვსე მიკრო რაიონში მოხდა. ადგილზე მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

9 სართულიანი საცხოვრებელი სახლიდან დაშავებულები გამოჰყავთ და ხდება მოსახლეობის ევაკუაციაც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები