20 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
გლდანის აფეთქებაზე შს სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გლდანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ განაცხადებას შინაგან საქმეთა სამინსიტრო აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

განცხადება უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები