20 ნოემბერი 2024,   20:15
ვრცლად
გლდანში აფეთქების დროს დაშავებული 2 გოგონას მდგომარეობა მძიმეა

გლდანში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 2 გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ამის შესახებ ინფორმაცია კურიერს  ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მიაწოდეს. 

როგორც ექიმები ამბობენ, ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას.  

მათ სხეულზე მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ ერთ-ერთ მათგანს მიღებულიაქვს ქალა-ტვინის ტრამვაც. 

კურიერისთვის ცნობილი ხდება, რომ აფეთქების დროს დაშავებული კიდევ 2 ადამიანი კლინიკა ლანცეტშია გადაყვანილი. მათ დაზიანებები ქვედა კიდურებზე აქვთ მიღებული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

აფეთქების დროს საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა 2 ორსულიც, მათ საკუთარ მკურნალ ექიმებს მიმართეს და გამოკვლევა ჩაიტარეს. არსებული ინფორმაციით, მათ არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებათ. 

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანია გარდაცვლილი. 

 

ავტორი: მარიამ გოცირიძე

 
ამავე თემაზე
დღის ამბები