გლდანში აფეთქების დროს დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა პირადად მოინახულა.
დავით სერგეენკო თავდაპირველად ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც მან 2 დაშავებული მოინახულა.
ჯანდაცვის მინისტროს განცხადებით, ორივეს მდომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სერგეენკოს განცხადებით, ერთ-ერთ დაშავებულს უახლოეს წუთებში დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანენ.
პაციენტს, რომელსაც დამწვრობებთან ერთად ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება, შესაბამის დახმარებას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გაუწევენ.
ჯანდაცვის მინისტრი სხვა დაშავებულ მოქალაქეებსაც მოინახულებს.