ლაგოდეხის რაიონის სოფელ დავითიანში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვნეს.
30 წლამდე ასაკის ქალის დანაწევრებულ სხეულს ოჯახის წევრებმა 3-დღიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.
ახლობლები ვარაუდობენ, რომ იგი მტაცებელმა დაგლიჯა.
მომხდარზე მოკვლევას ლაგოდეხის რაიონული პოლიცია აწარმოებს.