02 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
გლდანში მესამე ადამიანის ცხედარი იპოვნეს

კურიერისთვის ცნობილი ხდება, რომ გლდანში აფეთქების ადგილზე მაშველებმა ნანგრევებში მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს.  

ინფორმაცია რუსთავი2-ს ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მიაწოდეს. 

ამ წუთებში კი სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ. 

გლდანში აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 კი დაშავებულია. დაშავებულთაგან 2 მძიმე მდგომარეობაშია. 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები