ბოლო მონაცემებით გლდანში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ერთის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.
ამ დრომდე მიმდინარეობს ნანგრევებში ერთი დაკარგულის ძებნა. ცხრასართულიანი კორპუსი ნაწილობრივ ჩამონგრეულია.
წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია სახლში დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. აფთქება გლდანის მეექვსე მიკრორაიონში დღის 4 საათზე მოხდა.
ბინების დიდი ნაწილი განადგურებულია. უსაფრთხოების გამო სამაშველო სამსახურმა კორპუსის ევაკუაცია მოახდინა.
აფეთქების მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა, მოსახლეობა აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სახლში, სადაც 90 ოჯახი ცხოვრობს, გაზის სუნი იდგა.
ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, ვანო გავაშელი