ლაგოდეხის რაიონის სოფელი გელათი ჯილეხის ეპიდემიის ზღვარზეა. დასახლებაში უკვე დაიხოცა პირუტყვი, 3 ადამიანი კი კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილობრივები ამ დრომდე ითხოვენ კარანტინის გამოცხადებას. თუმცა, გართულებული ვითარების მიუხედავად სპეციალური ტექნიკა სოფელში არ შესულა.
გელათის მოსახლეობას საკუთარი ძლებით უწევს დაავადებასთან გამკლავება. არ არის გამორიცხული, საშიში ინფექცია ახლომდებარე დასახლებებზეც გავრცელდეს.
ავტორები: ია გულიაშვილი, გიგლა თუმანიშვილი