20 ნოემბერი 2024,   20:14
ვრცლად
"გაზის სუნი იყო, 3 დღე რეკავდნენ, მაგრამ არ მოვიდა არავინ" - აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლები

"გაზის სუნი იყო, 3 დღე რეკავდნენ, მაგრამ არ მოვიდა არავინ," - ამ განცხადებას კურიერთან საუბრის დროს მოქალაქეები აკეთებენ, რომლებიც გლდანში დღეს აფეთქებულ კორპუსში ცხოვრობენ.

მათი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში სადარბაზოში გაზის სუნი იყო, რის გამოც ადგილზე სპეციალისტები გამოიძახეს. თუმცა, ადგილზე არავინ მისულა. 

კურიერმა აღნიშნული ინფორმაცია ყასტრანსგაზში გადაამოწმა, როგორც სატელეფონო საუბრის დროს გენერალურმა დირექტორმა განმარტა, აღნიშნული მისამართიდან ყასტრანსგაზში 3 თვეა, არცერთი შეტყობინება არ შესულა. 

გლდანში აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე დაწებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები