აჭარაში ტურისტული სეზონი დაიწყო. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ არც ამინდები და არც ტურისტები არ არიან.
აჭარლები ამბობენ, რომ მათ შემოსავლებზე ლარის გაუფასურებამ მძიმე გავლენა იქონია.
რეგიონში რომ პრობლემებია, ამაზე ყველა სფეროსა და ასაკის წარმომადგენელი საუბრობენ.
აჭარლების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში წინსვლა არ ყოფილა.
"ჯანდაცვა შველის მშიერ ხალხს? გლეხებისთვის არავინ არ არის," - აცხადებენ აჭარლები რუსთავი2- თან საუბრის დროს.
აჭარლები აპროტესტებენ სამთავრობო უწყებებში დარიგებულ დანამატებს.
ისინი იმასაც ამბობენ, რომ რეგიონში ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემაა.
რუსთავი2-ის ჟურნალისტმა ქობულეთში ტურისტებთან საუბრის დროს აღმოაჩინა ვიზიტორი, რომელიც აცხადებს, რომ ის ქობულეთში გაძარცვეს.
ავტორი: მიშა სესიაშვილი