20 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
მოხსნილი სოციალური დახმარებები, უმუშევრობა, კორუფცია და ნეპოტიზმი - შიდა ქართლი რუსთავი2-ზე

მოხსნილი სოციალური დახმარებები, უმუშევრობა, კორუფცია და ნეპოტიზმი, - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაც შიდა ქართლში აწუხებთ.

მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მათი სოციალური პირობები გაუარესდა.

რუსთავი2-თან საუბრის დროს მოქალაქეები ამბობნენ, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მათ სამსახური დაკარგეს, შემოსავალიც აღარ აქვთ და არც სოციალურ დახმარებას იღებდნენ. 

არიან ისეთები, ვინც უსამსახუროდაც დარჩა და არც საკუთარი საცხოვრებელი ფართი აქვთ.

შიდა ქართლში მთავრობისგან დაპირებების შესრულებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ისინი წინასაარჩევნოდ მოატყუეს.

კასპსა და ქარელში ამბობენ, რომ ლარის გაუფასურებამ და ფასების ზრდამ მდგომარეობა რეგიონში უფრო დაამძიმა.

"ძალიან ცუდად ვცხოვრობთ. დღეს რომ ვჭამთ, ხვალ რა ვჭამოთ, არ ვიცით," - ამბობენ შიდა ქართლში.

კასპში ამბობენ იმასაც, რომ "ქვეყანაში კანონი არ კანონობს".

 

ავტორი: ნოდარ მელაძე 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები