აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მაშველებმა მეხუთე ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილი რამდენიმე წუთის წინ პროზექტურაში გადაასვენს.
მოსახლეობის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გლდანის მე-6 მიკრორაიონში სტუმრად იმყოფებოდა და ადგილობრივი არ არის.
ადგილზე კიდევ ერთი ცხედარი საღამოს, 22 საათისათვის იპოვნეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულები კი ამ დრომდე საავადმყოფოებში აგრძელებენ მკურნალობას, მათგან ორის მგომარეობა მძიმეა.