20 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
გლდანში აფეთქებისას დაშავებულ ახალგაზრდა გოგონას ოპერაცია ჩაუტარდა

აფეთქების შედეგად ერთ-ერთ დაზარალებულს - ახალგაზრდა გოგონას თითქმის 6 საათი უტარდებოდა სასწრაფო ოპერაცია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.

აქ ერთდროულად მუშაობდა ნეიროქირურგი და ტრავმატოლოგი. პაციენტის მდგომარეობა მძიმედ რჩება, თუმცა ექიმები ოპერაციით კმაყოფილები არიან.

კრიტიკულია 30 წლამდე ქალის ჯანმრთელობაც, რომელიც დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. მედიკოსები ამბობენ, რომ მას დამწვრობა თითქმის მთელ სხეულზე აქვს მიღებული.

რაც შეეხება იმ ორ პაციენტს, რომელიც კლინიკა „ლანცეტში“ იმყოფებიან, ისინი სახლებში დღეს უნდა გაწერონ.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები