20 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
გლდანში მომხდარი აფეთქებისას დაზარალებულები სასტუმროებში რჩებიან

სასტუმროებში გაატარეს გასული ღამე გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსის მცხოვრებლებმა. საუბარია 45-მდე ოჯახზე. გლდანის გამგებლის თქმით, სასტუმროებში დაზარალებულები დროებით იქნებიან, მოგვიანებით კი გამგეობა მათ ბინებს უქირავებს.

აფეთქება გლდანის მეექვსე მიკრორაიონში გუშინ დღის 4 საათზე მოხდა. 9 სართულიანი შენობის ერთ-ერთი სადარბაზოს ბინების უმეტესობა განადგურებულია. უსაფრთხოების გამო სამაშველო სამსახურმა კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია მოახდინა.

 
დღის ამბები