რიზესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულ სამ ადამიანს შორის ორი ქართველია. ისინი უმძიმეს მდგომარეობაში რიზეს საავადმყოფოში იმყოფებიან.
რიზესთან ახლოს არდაშენში ავარიას საქართველოს ერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. შუახნის ქალბატონის ცხედარი უკვე საქართველოშია გადმოსვენებული.