მომხდარი ავარიის გასაშუქებლად რიზეში ჩასულ ქართველ ჟურნალისტებს
ავარიაში ერთ-ერთი დაშავებულის, თურქეთის მოქალაქის ახლობლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დამტვრეულია კამერა.
მომხდარზე სამართალდამცველებმა გამოძიებაც დაიწყეს. ამის გამო ჟურნალისტები და თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები გვიან ღამემდე დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. ჟურნალისტების დაკითხვის პროცესს საქართველოს გენერალური კონსულიც ესწრებოდა.