დღეს კანონმდებლები რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით კენჭს უყრიან კანონპროექტს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ.
სიახლის მიხედვით, აქ მცხოვრები პენსიონერებისთვის 20 პროცენტით იზრდება პენსია, წესდება დანამატები მოსახლეობისთვის.
საერთო ჯამში ამ მიზნით მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით 60 მილიონი ლარი უნდა იყოს გამოყოფილი. კანონპროექტი წინა განხილვის შემდეგ შეცვლილია და მისი ძალაში შესვლის ვადა, ერთი წლით გადმოწეულია. დეპუტატები სესიაზე ენის შესახებ კანონზეც იმსჯელებენ.