20 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
პეკინში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი გაიხსნა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ჩინეთის კვებისა და ალკოჰოლის ეროვნული კვლევის ინსტიტუტის შენობაშია განთავსებული და მას ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი ადამ ჰუანგი უხელმძღვანელებს.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გახსნა. ღონისძიებას საქართველოს ოფიციალური დელგაციის წარმომადგენლებთან ერთად, ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტონგუაი ცუ და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელების ასოციაციის პრეზიდენტი იანცაი ვონგი ესწრებოდნენ.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის გახსნაზე ე.წ. ღვინის მასტერკლასი გაიმართა, რომელსაც ღვინის მასტერი, ბრიტანელი ფუნიე ვონგი უძღვებოდა.

ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას ესწრებოდნენ იმპორტიორები, დისტრიბუტორები, მედიისა და ღვინის ინდუსტრიის წამომადგენლები.

ამავე თემაზე
დღის ამბები