სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივანს, ედუარდ უოლს შეხვდა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმასა და ამ ჭრილში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
გიორგი მღებრიშვილმა ედუარდ უოლს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სისტემაში განხორციელებულ ინსტიტუციურ ცვლილებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
„იუნით მენეჯმენტის გადამზადებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა ვინსკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა. ფაქტობრივად იქ მომზადებული კადრებით დავაკომპლექტეთ მე-16 დაწესებულება,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ედუარდ უოლი, რომელიც საქართველოში თანმხლებ დელეგაციასთან ერთად იმყოფება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს ეტაპობრივად გამართავს.