„ყაზტრანსგაზ-თბილისი” გლდანში აფეთქების შედეგად დაგვიანებულ რეაგირებას უარყოფს. როგორც ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” სპეციალურ საქმეთა მმართველი ნინო თურმანიძე აცხადებს, ბოლო 5 დღის განმავლობაში ამ კორპუსიდან მათ სამსახურში ზარი არ დაფიქსირებულა. ზარის დაფიქსირების შემდეგ კი, შესაძლებლად უმოკლეს დროში მივიდა საავარიო სამსახურში.
გლდანის მოსახლეობა კი დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობს. გუშინ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ადგილობრივები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ შენობაში გაზის სუნის შესახებ შესაბამის უწყებებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.