უკვე 2 საათია მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა დახურულია ჟურნალისტებისთვის.
„რუსთავი 2“ გლდანის გამგებელს ესაუბრა. როგორც ბესიკ ქარცივაძემ აღნიშნა, მან დედაქალაქის მერს მიაწოდა ინფორამცია გლდანში მომხდარ ფაქტზე. მისი თქმით, შექმნილია საგანგებო შტაბი, ასევე განსაზღვრულია არეალი, სადაც დამატებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
მოქალაქეებს კი, ვინც ფართი დაკარგა, ისინი სასტურმოებში იქნებიან და ხელისუფლება უქირავებს ბინებს.
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გასცა ბრძანება, რომ მერიის ყველა სამსახური ამ პროცესში ჩაერთოს.