20 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
გლდანში აფეთქებისას ორი დაშავებულის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ამ დრომდე კლინიკაში რჩება გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი დაშავებული. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.  ერთ-ერთი მათგანი დამწვრობის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მეორე დაშავებული კი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული.  25 წლის გოგონას ქონდა მრავლობითი ტრამვული დაზიანებები. ექიმების განმარტებით, იგეგმება მისთვის კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარება.

დაზარალებული ოჯახები კი კვლავ  კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. გლდანის მე-6 მიკრორაიონის მოსახლეობა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რამდენად უსაფრთხოა აფეთქების შედეგად დაზიანებულ შენობაში შესვლა.

კორპუსის მცხოვრებლები საკუთარ სახლებში შესვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. მათ ეტაპობრივად, რამდენიმე წუთით საკუთარი ნივთების ასაღებად უშვებენ.

გამგებლის მოადგილის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ კორპუსი საცხოვრებელად არ გამოდგება, მაცხოვრებლებს ქირით გაიყვანენ, ხარჯებს კი ადგილობრივი გამგეობა დაფარავს.  

 
დღის ამბები