ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხელისუფლებას ხარჯების შემცირების რეკომენდაციით მიმართავს. გიორგი ქადაგიძემ 2015 წლის კორექტირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ბიუჯეტში წარმოდგენილი ცვლილებები არ ასახავს იმ გამოწვევებსა და რეალობას, რაც ქვეყანაშია.
მისივე თქმით, წელს ქვეყანაში წინა წელთან შედარებით მილიარდი დოლარით ნაკლები შემოვა.
„ჩვენი აზრით წარმოდგენილი ცვლილებები ბიუჯეტში არ ასახავს იმ გამოწვევებს და რეალობას, რომელიც ქვეყანაშია. დღეს ჩვენ გვყავს უფრო მდიდარი სახელმწიფო აპარატი, ვიდრე ჩვენ ეკონომიკას შეუძლია ეს აიტანოს“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
დღესვე გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ უარყოფითად შეაფასა.
ქადაგიძე არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური კონტროლი დაწესდეს.
„ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტება არის ძლიან მნიშვნელოვანი სფრთხე მთლიანად ეკონომიკისთვის,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.