საბურთალოს ქუჩის 7 ნომერში 9 სართულიან კორპუსებს შორის აშენებული კედელი ჩამოინგრა. კედელი 2 წლის წინ აშენდა, რომლის შემდეგაც კორპუსებზე მანსარდული ტიპის სართულები დააშენეს. სწორედ ამას უკავშირებენ მომხდარს კორპუსის მაცხოვრებლები.
საბურთალოს ქუჩაზე მომხდარ ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანდა პირველი სართულის აივანი.
ადგილზე გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ მოხდეს კედლის სრული დემონტაჟი, რათა დარჩენილი კედელი არ ჩამოიშალოს და ფეხით მოსიარულეებს საფრთხე არ შეუქმნას.