ფონიჭალაში დღის მეორე ნახევარში 40 ჰექტრამდე ტერიტორიას ხანძარი გაუჩნდა. დაიწვა მხოლოდ მიწის ზედაპირი და ცეცხლი შენობებს არ წაჰკიდებია.
ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრე-მაშველების 12 ეკიპაჟი ცდილობდა. ტერიტორიაზე ამ წუთებში ცეცხლის მცირე კერების ლოკალიზებას ახდენენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ზვიად ქაწაშვილის თქმით, სავარაუოდოდ, ხანძარი მოქალაქეთა დაუდევრობის შედეგად გაჩნდა.