20 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
თურქეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები რიზეს საავადმყოფოს ეზოში მომხდარი ინციდენტით დაინტერესდნენ

თურქეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები რიზეს საავადმყოფოს ეზოში მომხდარი ინციდენტით დაინტერესდნენ. ისინი ქართველ ჟურნალისტებს შეხვდნენ და მათგან მოისმინეს დეტალები, რა მოხდა შემთხვევის ადგილას. მათ ქართველ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს. შეხვედრას ტრაბზონში საქართველოს გენერალური კონსულიც ესწრებოდა.

„ჩვენ მზად ვართ გვერდში დავუდგეთ საქართველოს მოქალაქეებს. მომხდარი ინციდენტის გამო კი ბოდიშს გიხდით თურქი მოსახლეობის სახელით,“ - აცხადებენ თურქი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 
დღის ამბები