20 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეები დახმარების გაუქმებას აპროტესტებენ

მოქალაქეები სოციალურად დაუცველთა სიებიდან ამოღებასა და სოციალური დახმარების გარეშე დარჩენის გამო ხელისუფლებას საყვედურობენ.

"რუსთავი 2-ის" გადაცემა "არჩევანისთვის" ჩატარებულმა ხალხის გამოკითხვამაც აჩვენა, რომ ეს პრობლემა ყველაზე აქტუალურია. "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები 23 რაიონის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. რეგიონის მაცხოვრებლები მთავარ პრობლემად სწორედ სოციალური დახმარებების მოხსნას ასახელებენ. უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეებს შემწეობა ისე მოეხსნათ, რომ მათთვის არც ამის და არც მიზეზის შესახებ არაფერი უცნობებიათ. შემწეობადაკარგულთა შორის უმეტესობა მარტოხელა მოხუცები ან ის ოჯახები არიან, რომლებშიც მხოლოდ 2 ან სამი ადამიანი ცხოვრობს.

რამდენ ოჯახს შეუჩერდა ქულების დათვლის ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ დახმარება, ჯანდაცვის მინისტრი არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ახალი წესით, განსაკუთრებული აქცენტი ძირითადად მრავალსულიანი ოჯახების დახმარებაზე კეთდება.

ავტორი: ეკა გაგუა.

 
დღის ამბები