სოციალურად დაუცველ კაშიების ოჯახს დახმარება განმარტებების გარეშე შეუწყვიტეს. 2 სულიანი ოჯახი, რომლის პატარა, 6 წლის წევრი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, მეორე თვეა შემწეობის გარეშეა დარჩენილი. ოჯახი სოციალურად დაუცველთა თავშესაფარში ცხოვრობს.
180 ლარიანი შემწეობის გარეშე დარჩენილ კაშიების ოჯახს 6 წლის შვილისთვის საჭირო ძვირადღირებული წამლის ყიდვა უჭირს.
დიღმის სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელში სხვა ოჯახებიც არიან, რომელთაც სახელმწიფომ ასევე შეუწყვიტა დახმარება.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.