20 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ავარია რიზეში - დაღუპული ქართველი სამშობლოში გადმოასვენეს

რიზეს საუნივერსიტეტო კლინიკის  რეანიმაციულ განყოფილებაში ავარიის შედეგად დაშავებული ორი ქართველი ამ დრომდე რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. დაზარალებულებს მრავლობითი ტრავმები აქვთ მიღებული, ქალბატონს კი თირკმელი ამოკვეთეს.

დაშავებულების მოსანახულებლად რიზეში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ჩავიდა. ლევან გორგილაძის ინფორმაციით დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომრეობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე თურქეთიდან საქართველოში ტრანსპორტირება ჯერ ვერ მოხდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა არდაშენში გუშინ მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც თურქი მძღოლი მართავდა სავალ ნაწილზე გადაბრუნდა, შემთხვევის შედეგად სამი ქართველი დაშავდა, მათგან შუახნის ქალბატონი რიზეს საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მისი ცხედარი უკვე გადმოასვენეს საქართველოში. სამართალდამცველები ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ ზუსტ მიზეზებზე ჯერ არ საუბრობენ.

ავარიის გასაშუქებლად რიზეში ქართველი ჟურნალისტებიც ჩავიდნენ. მათ დაშავებული თურქეთის მოქალაქის ახლობლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს, დამტვრეულია კამერებიც.

საავადმყოფოს ეზოში მომხდარ ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება. 

ავტორები: ნათია მღებრიშვილი, თეა ვარშალომიძე.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები