ძლიერი ქარი და სეტყვა თელავში. ქარმა ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. დაზარალდნენ მეხუთე სართულზე მცხოვრები ოჯახები. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაიწყეს სამაშველო სამსახურებმა. ადგილზე იმყოფებოდნენ მერი და გუბერნატორი. აღდგენითი სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება. თანხას ადგილობრივი მთავრობა გამოყოფს.
სეტყვამ დააზარალა თელავის რიაონის სოფელი ვარდისუბანიც. ადგილბორივების თქმით დაისეტყვა და განადგურდა ვენახები და მოსავლის თითქმის 50 პროცენტი.