გლდანის მე-6 მიკრორაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსს ექსპერტები დღეიდან შეისწავლიან. რამდენად უსაფრთხოა იქ ცხოვრება, დასკვნა ამის შესახებ უახლოეს დღეებში მომზადდება.
აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები ამ ეტაპზე სასტუმროებში არიან გადაყვანილი. მათმა ნაწილმა უკვე მოახერხა ბინებიდან პირველადი მოხმარების ნივთების გამოტანა.
ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. გამოძიებამ ასევე უნდა დაადგინოს ვისი ბრალეულობით მოხდა აფეთქება, რომელმაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.