20 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
დაზარალებულმა ქალბატონებმა პროკურატურის შენობაში შიმშილობა დაიწყეს

თაღლითური ჯგუფის მიერ დაზარალებულმა რამდენიმე ქალბატონმა პროკურატურის შენობაში შიმშილობა დაიწყო. ისინი ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს თანხის გამოძალვასა და მითვისებაში ანდაშაულებენ.

დაზარალებულების განცხადებით, ეს ჯგუფი უკავშირდება ადამიანებს და მათ ბიზნესის წამოწყების სანაცვლოდ გარკვეული რაოდენობის ფულს ართმევს და უკან აღარ უბრუნებს. ისინი ამ საქმეზე პროკურატურის მხრიდან რეაგირებას ითხოვენ.

"შიმშილობა დავიწყე იმიტომ, რომ სამართალი ვერ ვიპოვე,"-განაცხადა ერთერთმა დაზარალებულმა.

 
დღის ამბები