კახეთში უამინდობის შედეგად დაზიანებული კორპუსის აღდგენითი სამუშაოები დღეიდან დაიწყება. თელავში ქარმა ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. დაზარალდნენ მეხუთე სართულზე მცხოვრები ოჯახები. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაიწყეს სამაშველო სამსახურებმა.
აღდგენითი სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყება. თანხას ადგილობრივი მთავრობა გამოყოფს. სეტყვამ დააზარალა თელავის რაიონის სოფელი ვარდისუბანიც.
ადგილობრივების თქმით, დაისეტყვა და განადგურდა ვენახები და მოსავლის თითქმის 50 პროცენტი.