20 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
ხანძარი „გორგიაში“ – დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ წერეთლის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. თუმცა ის ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე 5 სახანძრო მანქანა და ერთი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. 

ცეცხლი შენობის მეორე სართულზე დილის საათებში გაჩნდა. სამაშველო სამსახურის ცნობით, გამოძახება ხანძრის შესახებ დღეს 9 საათსა და 30 წუთზე შევიდა. დაიწვა მხოლოდ 50 კვადრატული მეტრის ფართობის კედელი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლის დავით გელაშვილის თქმით, ხანძარი სავარაუდოდ ელექტროსადენების არასწორმა მონტაჟმა გამოიწვია. თუმცა ზუსტ მიზეზებს შესაბამისი ორგანოები დაადგენენ. კვამლი მთელ შენობაში გავრცელდა და დაშავდა 11 ადამიანი. 8 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 2 დაცვის სამსახურის თანამშრომელია, 6 კი - „გორგიას“ თანამშრომელი. 

შენობაში განთავსებული საქონელი არ დაზიანებულა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით ხანძრის შედეგად დაშავებული 8 ადამიანი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ აღენიშნებათ ინტოქსიკაცია და დამწვრობა. 

დღის ამბები