20 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
რუსთავში დაბალი რისკის პენიტენციალური დაწესებულება გაიხსნა

დაბალი რისკის პენიტენციალური დაწესებულება გაიხსნა რუსთავში. ნომერ მე-16 ციხე 148 მსჯავრდებულზეა გათვლილი და იქ ის პირები განთავსდებიან, რომლებსაც დისციპლინური დარღვევები არ აღენიშნებათ.

მოხდა დაწესებულება რეაბილიტაცია, მოეწყო დასასვენებელი სივრცეები, სპორტული მოედნები. პატიმრებს საშუალება ექნებათ ციხეში პროფესიულად გადაემზადონ. გათვალისწინებულია 20 ოთახი ხანგრძლივი პაემნებისთვის. მე-16 ციხეშივეა განთავსებული სამედიცინო ნაწილი.

დაწესებულების თანამშრომლებმა გადამზადება აშშ-ში გაიარეს. საპატიმრო დღეს პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დაათვალიერეს.

დღის ამბები