20 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომსახურეობის ცენტრი გაქურდეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, მომსახურეობის ცენტრი, წუხელ, გვიან ღამით, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს. წაღებულია 171 ლარი, ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიცია.

ვაკიჯვრის მომსახურეობის ცენტრში ხდებოდა მოსახლეობისათვის პენსიების დარიგება, ასევე მოსახლეობა ცენტრში იხდიდა კომუნალურ გადასახადებს.

ოზურგეთში, ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში მეშვიდე, ხოლო მიმდინარე წელს მეორე შემთხვევაა, როცა ასეთი ტიპის ცენტრი გაიქურდა.

გამოძიება მიმდინარეობს 177-ე მუხლით და ტარდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. 

 

 

 

 

დღის ამბები