20 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
საოკუპაციო ხაზიდან ჟურანლისტები გამოიყვანეს

საოკუპაციო ხაზიდან ჟურნალისტები გამოიყვანეს. გადაწყვეტილება სამართალდამცავებმა მიიღეს. პოლიციის თანამშრომლებს მიღებული გადაწვყეტილების მიზეზებზე არ უსაუბრიათ. 

ტერიტორია დატოვეს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმაც. უცნობია, რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე, სადაც დღეს რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს დროშა ჩამოხსნეს.  

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა კი დაძაბულია. წითელუბანში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ ე.წ. საზღვრის გადმოწევით პრობლემები ექმნებათ. წითელუბანში ამბობენ, რომ გატაცებების რისკი იზრდება. 

ადგილობრივების თქმით, მათ ეშინიათ საქონლის საძოვარზე გაშვება. შიშობენ იმასაც, მოასწრებენ, თუ - არა, მოსავლის აღებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა საოკუპაციო ხაზს იქით მოექცა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები